სამხრეთ კორეის მოსახლეობას აჭარის ტურიზმის შესახებ უამბეს

© FB/ KOTFA 2016 ტურისტული გამოფენა KOTFA 2016
ტურისტული გამოფენა KOTFA 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტული გამოფენის KOTFA 2016 სტუმრებს აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სეულში (სამხრეთ კორეა) ერთ-ერთ დიდ გამოფენაზე — KOTFA 2016 აჭარის ტურისტული პოტენციალი წარადგინეს, აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ღონისძიების სტუმრები გაეცნენ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს, მიიღეს დეტალური ინფორმაცია აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ და დააგემოვნეს ქართული ღვინო.

ტურისტები სვანეთის მთებში - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველოში ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ჩამოვიდა

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ დიდი სტატიის მომზადებას აპირებს გაზეთი Korea Times.

KOTFA-ში მონაწილეობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა პირველად მიიღო.

აჭარაში საზაფხულო ტურისტული სეზონი 28 მაისს გაიხსნა.

ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონისა და დაგეგმილი კულტურულ-გასართობი ღონისძიებების პოპულარიზებას ათ მიზნობრივ ქვეყანაში აქტიურად ახორციელებს. ეს ქვეყნებია თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, ყაზახეთი და ბელარუსი.

ყველა ახალი ამბავი
0