უკრაინიდან საქართველოში კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ დააბრუნეს

© photo: Sputnik / Ilya Pitalevუკრაინის პოლიციამ „კანონიერი ქურდი“ დააკავა საქართველოდან, რომელიც სამშობლოში დააბრუნეს.
უკრაინის პოლიციამ „კანონიერი ქურდი“ დააკავა საქართველოდან, რომელიც სამშობლოში დააბრუნეს. - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პოლიციამ „კანონიერი ქურდი“ დააკავა საქართველოდან, რომელიც სამშობლოში დააბრუნეს.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik.  კვირა ღამეს კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის დეპორტაცია მოხდა უკრაინიდან საქართველოში. მის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე იტყობინება სოციალური ქსელის ფეისბუქის თავის გვერდზე. 

„დღეს ოდესის ოლქში დაკავებულ და საქართველოში დეპორტირებულ იქნა ადრე ნასამართლევი კანონიერი ქურდი თეიმურაზ ჯიმშერის ძე ჩხეტიანი, მეტსახელად „წრუწი“ დაბადებული 1972 წელს“, — დაწერა დეკანოიძემ. მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე ინფორმირებული იყო ამის შესახებ.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
„კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „სვანა“, უკრაინიდან საქართველოშია დეპორტირებული
 

ივნისში უკრაინიდან კიდევ ერთი კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის — „სვანის“ დეპორტაცია მოხდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ქურდული სამყაროს წევრობა“ ისჯება კანონით ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 


ყველა ახალი ამბავი
0