თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. მიუნხენის პოლიცია თვლის, რომ შესაძლოა იყოს კავშირი მიუნხენელ მსროლელსა და ნორვეგიაში ანდრეს ბრეევიკის თავდასხმის დღეს შორის, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პოლიციის ხელმძღვანელმა ხუბერტუს ანდრემ განაცხადა.
„იგი (მიუნხენელი მსროლელი) ძალიან იყო გატაცებული მასიური მკვლელობებისადმი მიდრეკილებით თემით, ამიტომ იცოდა უტოიას კუნძულზე მომხდარი თავდასხმის შესახებ. მსგავსი კავშირის არსებობის დასკვნა თავისთავად მოდის“, — ასე უპასუხა ანდრემ ჟურნალისტს კითხვაზე რამდენად შესაძლოა კავშირში ყოფილიყო „ოლიმპიაში“ მომხდარი სროლები 2011 წლის 22 ივლისს ოსლოსა და უტოიას კუნძულზე ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილ თავდასხმასთან.
მოგვიანებით მედიამ მიუნხენელი მსროლელის ფოტოც გამოაქვეყნა.
პარასკევ საღამოს, მიუნხენის მსხვილი სავაჭრო ცენტრის „ოლიმპიას: რაიონში ატეხილი სროლის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 27 —მა სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. პოლიცია იტყობინებოდა რომ ისროდა 18 წლის ირანელი. თავდასხმის მოტივი ჯერ არ არის ცნობილი. პოლიციის მონაცემებით, მსროლელი მარტო მოქმედებდა და საბოლოოდ სავარაუდოდ თავი მოიკლა.