სოფლის მეურნეობის მინისტრი დეპუტატობის კანდიდატია

© FB / Ministry of Agriculture of Georgiaოთარ დანელია
ოთარ დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ოთარ დანელიას ცესკოსთვის წარდგენილ საარჩევნო სიაში შეიყვანენ, ვალდებული გახდება, თანამდებობიდან გადადგეს.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა მარტვილი-აბაშის საარჩევნო ოლქში.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, მას შემდეგ, რაც მინისტრი ცესკოსთვის წარდგენილ საარჩევნო სიაში ხვდება, ვალდებულია დატოვოს თანამდებობა.

პარტიამ საარჩევნო სია უნდა წარადგინოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 26 დღისა.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
დავით ბაქრაძე „ყოფილების“ პარტიული სიის თავში დგას

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დეპუტატობის კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

„დარწმუნებული ვარ, რომ წარდგენილი კანდიდატები შეძლებენ ჩვენი გზავნილის ხალხამდე მიტანას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში წარდგენილნი არიან შემდეგი კანდიდატები:

•    ზუგდიდში — მერაბ ქვარაია

•    ჩხოროწყუ-წალენჯიხაში — გოგა გულორდავა

•    ხობში — გოდერძი ბუკია

•    სენაკში — ირაკლი ბერაია

•    მარტვილსა და აბაშაში — ოთარ დანელია

•    ფოთში — ირაკლი ხახუბაია

ყველა ახალი ამბავი
0