თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტის კანდიდატთა სია წარმოადგინა, რომლის პირველი ნომერიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გახლავთ.
სიასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება პარტიამ ენმ-ის გაფართოებულ პოლიტსაბჭოზე მიიღო. სიაში 200 კაცი შევიდა, აქედან ნაწილი კენჭს იყრის როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პარტიული სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება:
1. დავით ბაქრაძე — პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე
2. ელენე ხოშტარია — ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახეოლმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე
3. რომან გოცირიძე — ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი
4. ნიკანორ მელია — თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი
5. გიორგი ტუღუში — ყოფილი ომბუდსმენი
6. ოთარ კახიძე — ადვოკატი
7. სალომე სამადაშვილი — საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირში
8. ირაკლი აბესაძე — საკრებულოს დეპუტატი
9. სერგი კაპანაძე — საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე
10. სერგო რატიანი — დეპუტატი
11. გიორგი კანდელაკი — დეპუტატი
12. ლეილა ქებურია — მასწავლებელი
13. აკაკი ბობოხიძე — დეპუტატი
14. გიგა ბოკერია — უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი
15. თენგიზ გუნავა — სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი
16. ირმა ნადირაშვილი — დეპუტატი
17. მამუკა ჩიქოვანი — რუსთავის ყოფილი მერი
18. თინათინ ბოკუჩავა — დეპუტატი
19. გიორგი თევდორაძე — ქუთაისის ყოფილი მერი
20. ზურაბ ჭიაბერაშვილი — შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი.