თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. მიუნხენში სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაზე“ თავდასხმას ათი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 27 დაშავდა, განაცხადა ქალაქის პოლიციის შეფმა ჰუბერტუს ანდრემ.
„ამ დროისათვის სულ ათი ადამიანია დაღუპული და 27 — დაშავებული. აქედან ათნი მძიმედ მდგომარეობაში არიან, მათ შორის, 13 წლის მოზარდი. 17 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 27 დაშავებულიდან ოთხი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი“, — აღნიშნა ანდრემ პრესკონფერენციაზე, რომელი ტელეარხ „N-24-ით“ გადაიცა.
ქალაქის პოლიციის შეფის თქმით, ჯერჯერობით მათ არ გააჩნიათ საფუძველი ამტკიცონ, რომ მსროლელი მარტო არ იყო და ვიღაცასთან ერთად მოქმედებდა. ამასთან, ჰუბერტუს ანდრეს განცხადებით, ჯერჯერობით ასევე უსაფუძვლოა იმის მტკიცებაც, რომ მომხდარში „ისლამური სახელმწიფოს“ ხელი ურევია.
„არ გაგვაჩნია არავითარი მინიშნება იმაზე, რომ დამნაშავის გარდა, რომელმაც თავი მოიკლა, პარასკევის მოვლენებში სხვა პირებიც იყვნენ ჩართულები“, — აღნიშნა პოლიციის უფროსმა და იქვე დაამატა, რომ მიუნხენის თემა არანაირად არ უკავშირდება ლტოლვილების თემას.
როგორც ცნობილი ხდება, თავდამსხმელი ორი ქვეყნის მოქალაქე გახლდათ — გერმანიისა და ირანისა. მიუნხენში ის უკვე ათი წელია, რაც ცხოვრობდა.