თურქეთში უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომა დაინიშნა

© photo : Owegoo.comანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება და არა თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, როგორც ეს მანამდე იყო.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ხუთშაბათს, 28 ივლისს, უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომას გამართავს, რომელიც პირველი იქნება წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, იუწყება თურქული ტელეარხი NTV.

თურქეთის ელჩი ლევენთ გუმრუჩკუ - Sputnik საქართველო
თურქმა დიპლომატმა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებს ტერორისტები უწოდა

თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციიდან წყაროს თქმით, სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება და არა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, როგორც ეს მანამდე იყო.

შეგახსენებთ: 15 ივლისის ღამით თურქეთში მემაბოხე სამხედრო პირებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს, რა დროსაც, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 246 მშვიადობიანი მოქალაქე, ხოლო 2 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაღუპულები არიან მეამბოხეთა შორისაც.

ყველა ახალი ამბავი
0