თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ახალი რევოლუციის შემთხვევაში, მის ორგანიზატორთა შორის აღმოჩნდეს, იუწყება РИА Новости.
„სავარაუდოდ, მე ვიქნები [რევოლუციის] ორგანიზატორი“, — განაცხადა სავჩენკომ, როდესაც მას ჰკითხეს, დაუჭერს თუ არა მხარს რევოლუციას უკრაინაში, თუ ასეთი რამ მოხდება.
შეგახსენებთ: უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც რუსი ჟურნალისტების მკვლელობასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებდნენ და რომელსაც დონეცკის სასამართლოს მიერ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, რუსეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მაისში გაათავისუფლა პატიმრობიდან კიევში გასამართლებული ალექსანდრ ალექსანდროვისა და ევგენი ეროფეევის გათავისუფლების სანაცვლოდ.