თბილისი, 25 მაისი — Sputnik. უკრაინაში გასამართლებული რუსეთის მოქალაქე ევგენი ეროფეევის ადვოკატმა ოქსანა სოკოლოვსკაიამ Sputnik-ს განუცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების გაცვლა უკრაინელ მფრინავ სავჩენკოზე შედგა. ამჟამად ალექსანდრ ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი მოსკოვში იმყოფებიან.
„ალექსანდროვი და ეროფეევი თავიანთი მეუღლეების გვერდით, მოსკოვში იმყოფებიან“, — განაცხადა ადვოკატმა.
ინფორმაცია უკრაინაში გასამართლებულების სავჩენკოზე გაცვლის შესახებ უფრო ადრე ადვოკატმა ვალენტინ რიბინმა გაავრცელა.
უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს რუსი ჟურნალისტების მკვლელობასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებდნენ. დონეცკის სასამართლომ მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თვითმფრინავი, რომელზეც ნადეჟდა სავჩენკო იმყოფებოდა, კიევის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.