ნადეჟდა სავჩენკოს ნობელის პრემიაზე წარდგენას სთავაზობენ

© photo: Sputnik / Сергей Пивоваров / გადასვლა მედიაბანკშინადეჟდა სავჩენკო
ნადეჟდა სავჩენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც რუსი ჟურნალისტების დაღუპვაში ედება ბრალი, მშვიდობისათვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემიაზე წარდგენას იმსახურებს.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მისამართით მომზადებული პეტიცია ნადეჟდა სავჩენკოს ნობელის პრემიაზე წარდგენის შესახებ, რომელსაც ბრალი ედება დონბასში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. პეტიციას 36 ადამიანი აწერს ხელს.

პეტიციაზე ხელმოწერის დასრულებამდე 90 დღე დარჩა, პრეზიდენტის მხრიდან პეტიციის განსახილველად კი 25 ათასი ხელმოწერაა საჭირო.

„ჩვენი სახელმწიფოს წინაშე უკრაინის გმირის ნადეჟდა სავჩენკოს უდაო დამსახურების გათვალისწინებით და მშვიდობისათვის ბრძოლაში მისი წვლილისთვის, მისი უპრეცედენტო საქციელისთვის, რომელიც მამაცობისა და გამძლეობის მაგალითი გახდა არამარტო უკრაინელებისთვის, არამედ მსოფლიოს სხვა ხალხებისთვის და ჩვენი ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნის გათვალისიწნებით, მოგიწოდებთ თქვენ, პეტრო ალექსის ძევ, პირადად დაუჭიროთ მხარი ნადეჟდა სავჩენკოს ნობელის პრემიაზე წარდგენას“, — ნათქვამია პეტიციაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერს ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად ედება ლუგანსკის ოლქში, საარტილერიო სროლების შედეგად, რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიო-მაუწყებლის ჟურნალისტების დაღუპვაში მონაწილეობა და ასევე რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

გამოძიების ინფორმაციით, სავჩენკომ გადამღები ჯგუფის კოორდინატები დაადგინა უკრაინის სამხედროებს გადასცა. ამ კოორდინატების გამოყენებით, დაუდგენელმა პირებმა, 2014 წლის 17 ივნისს ჭურვები ჩაყარეს ლუგანსკში, მეტალისტის დასახლებაში, რის შედეგადაც ჟურნალისტები დაიღუპნენ. 

რუსეთის პროკურატურა უკრაინელი მფრინავისთვის 23 წლით პატიმრობას მოითხოვს, სავჩენკო და მისი ადვოკატები კი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობენ.


ყველა ახალი ამბავი
0