ქართულ მასმედია წინასაარჩევნო პერიოდს უფრო აქტიურად აშუქებს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრესის გაყიდვის პუნქტი თბილისის ქუჩებში
პრესის გაყიდვის პუნქტი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანიების, რადიოს, ანლაინ და ბეჭდვითი მასმედიის მუშაობის ხარისხს ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აკვირდებიან.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის შედეგები მოწმობს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მასმედიის ობიექტურობისა და თავისუფლების დონე გაიზარდა. 

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა მაისში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში მასმედიის მუშაობის შესწავლას შეუდგა დაბალანსებულობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. მონიტორინგის ობიექტი საქართველოს მასმედიის 40-ზე მეტი საშუალება გახდა. 

„დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 5-6 წლის მანძილზე პოზიტიური ტენდენციები იკვეთება. გაიზარდა მასმედიის ობიქტურობისა და თავისუფლების დონე. ვიმედოვნებთ, რომ ეს დადებითი ტენდენცია წინასაარჩევნო პერიოდშიც შენარჩუნდება“, — განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ნაცვლიშვილმა. 

ტელევიზორი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია უფასო ეთერის დაბრუნებას სასამართლოს საშუალებით ცდილობს

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წარმომადგენელმა გიორგი მგელაძემ რამდენიმე ახალი ტენდენციის შესახებ ისაუბრა, რომლებიც 20 მაისიდან 19 ივლისამდე პერიოდის განმავლობაში კვლევის შედეგად გამოვლინდა. 

„თუ რაოდენობრივი ტენდენციების შესახებ ვისაუბრებთ, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი დრო მთავრობის საქმიანობის გაშუქებას ეთმობა. შედარებით ნაკლები დრო პრეზიდენტის გაშუქებას ეთმობა. ძირითადად მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აშუქებენ „რუსთავი2“ და „ობიექტივი“, დადებითად კი — GDS", —განაცხადა მგელაძემ. 

მონიტორინგს უშუალოდ სამი ორგანიზაცია ატარებს: „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ტელეკომპანიების მუშაობას აკვირდება, „ინტერნიუს-საქართველო“-რადიოს, ხოლო „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ — ონლაინ და ბეჭდვითი მასმედიის საშუალებებს. მონიტორინგი ნოემბრამდე გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0