თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. გერმანიაში მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სროლები ისმის იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო რეიტერზე დაყრდნობით.
ამ დროისათვის ინფორმაცია დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ არ ვრცელდება. ასევე არ არის ინფორმაცია მსროლელთა შესახებ.
სავაჭრო ცენტრ Olympia-ს წარმომადგენელი სიატუაციაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა იტყობინება „პრობლემის წარმოქმნაზე“.
გასულ ორშაბათს, ავღანელი არასრულწლოვანი მიგრანტი ნაჯახით თავს დაესხა გერმანიაში მატარებლის მგზავრებს და მძიმედ დაჭრა ოთხი ადამიანი. თავდასხმა ქალაქგარე მატარებელზე მოხდა. დამნაშავემ მატარებლიდან გადახტომა სცადა, რათა პოლიციას გაქცეოდა, სამართალდამცავებმა მას წინააღმდეგობის გაწევისას ესროლეს და მოკლეს.