თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა

გამოწერა
ლაბორატორიაში სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტები ერთობლივი ინოვაციური პროექტების განხორციელებას შეძლებენ.

თბილისი, 22 ივლისი– Sputnik. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინოვაციების ლაბორატორია — ფაბლაბი გაიხსნა.

ფაბლაბი — სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაა (fabrication laboratory), სადაც მაღალტექნოლოგიური სპეციალიზებული დანადგარებით, 3D-მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფით ახალგაზრდობას შეუძლია საკუთარი ხელით გააკეთოს ყველაფერი: ესკიზიდან დაწყებული მზა პროდუქციით დასრულებული.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გერმანია საქართველოს ინოვაციური პროექტებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს

„ეს საერთო სამუშაო სივრცეა, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ ერთობლივი პროექტები განახორციელონ. დარწმუნებული ვარ, რომ შემოქმედებითობასა და ინოვაციაზე დაფუძნებული განათლება ეკონომიკის ზრდისა და განვითარების წინაპირობაა“, — განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

გასული წლის ივლისიდან განათლების სამინისტრომ ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად პროფსასწავლებლებში ინოვაციების ლაბორატორიების — ფაბლაბების შექმნა დაიწყო, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით.

ფაბლაბების შექმნის მიზანია საინჟინრო-კვლევითი სიახლეების მქონე მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; მსოფლიო დონის ინდივიდუალური და ტრადიციული პროდუქტების წარმოების განვითარება; ახალი თაობის სამეცნიერო და საინჟინრო ცოდნის გავრცელების მხარდაჭერა და ასევე ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება.

ყველა ახალი ამბავი
0