საქართველოში თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 50 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა

© Fotolia / Africa Studioჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისიდან ეს თურქეთის უკვე მესამე მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ნარკოტიკის გამო დააკავეს.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. თურქეთის მოქალაქე სოფელ აგარაში დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას 49,73 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში დაკავებული მოქალაქეების საქმეს არკვევს

დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რადგან საქმე დიდი ოდენობის ნარკოტიკს ეხება.

წლის დასაწყისიდან ეს თურქეთის უკვე მესამე მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ნარკოტიკის გამო დააკავეს.

მარტში ბათუმში თურქეთის მოქალაქეს 49 აბი „ექსტაზი“ და 1,4 გრამი მარიხუანა აღმოაჩნდა. მეორედ თურქეთის მოქალაქე დააკავეს სარფის გამშვებ პუნქტზე, მაშინ პოლიციამ ამოიღო 0,14 გრამი კოკაინი და 10 აბი, რომლებიც 1,9 გრამ MDMA-ს შეიცავდა.

ყველა ახალი ამბავი
0