საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში დაკავებული მოქალაქეების საქმეს არკვევს

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა, სადაც თურქეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქეებს სცემს, შოკი მოჰგვარა მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მედიასაშუალებები ირწმუნებიან, რომ ისინი ავტომობილის გატაცების მცდელობისა და პოლიციელის მკვლელობისთვის დააკავეს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ანკარაში საქართველოს კონსული ჯემალ გოგიტიძე უახლოეს მომავალში თურქეთში დაკავებულ ხუთ მოქალაქეს შეხვდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ამ დღეებში თურქულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომელშიც ცხადად ჩანს, როგორ სცემს ადგილობრივი პოლიცია დაკავებულებს. მასმედიის ცნობით, ისინი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ მარმარისში პოლიციელის მკვლელობაში არიან ბრალდებული.

სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
თურქეთ-საქართველოს საზღვარი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

პოლიციელმა დანით სასიკვდილო ჭრილობა მას შემდეგ მიიღო, რაც კოლეგებთან ერთად ავტომობილის გატაცებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა. როდის მოხდა ეს, დაზუსტებული არ არის.

„ის დაკავებულებს დღეს უნდა შეხვდეს. კონსული უკვე მარმარისში იმყოფება და თურქ სამართალდამცველებს შეხვდა. მას დაკავებულებთან შეხვედრას დაჰპირდნენ. თურქი სამართალდამცველების განცხადებით, მათ მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია“, — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მარი ნარჩემაშვილმა.

საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული კადრების ნახვის შემდეგ დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები შოკურ მდგომარეობაში არიან.

„მოვითხოვ ზუსტ ინფორმაციას საკონსულოსგან, საელჩოსგან. მითხრან, ჩემი ძმა ცოცხალია თუ მკვდარი. ვიცი, რომ ორი ბიჭი ისე სცემეს, კომაში არიან“, — განაცხადა თურქეთში ერთ-ერთი დაკავებულის ლევან ონიანის დამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ხელისუფლებისგან რეაგირება მეორე დაკავებულის მეგობარმაც მოითხოვა.

ყველა ახალი ამბავი
0