თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. რუსეთი მოცემულ ეტაპზე არ მიიჩნევს აუცილებლად, უპასუხოს საქართველოს და რიგი სახელმწიფოების გადაწყვეტილებას ყირიმის საწინააღმდეგოდ ევროკავშირის სანქციებზე მიერთების შესახებ, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა.
უკრაინა, საქართველო, ასევე მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი და ნორვეგია შეუერთდნენ გადაწყვეტილებას ევროკავშირის სანქციების გაგრძელები შესახებ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისამდე.
„რუსეთი არ აღიქვამს ამ ნაბიჯს როგორც მეგობრულს, მაგრამ ამასთან არ თვლის აუცილებლად მოცემულ ეტაპზე ავტომატურად მიიღოს საპასუხო ზომები“, — თქვა დეპუტატმა.
პუშკოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს და რიგი სახელმწიფოების მიერთებამ ყირიმის წინააღმდეგ სანქციებზე „მხოლოდ წუხილი შეიძლება გამოიწვიოს“, თუმცა ნახევარკუნძულისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა პრაქტიკული თვალსაზრისით ამ სანქციებს არ ექნებათ.
„პირველ ყოვლისა ეს პროპაგანდისტული და პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც ნაკარნახევია ქართული ხელმძღვანელობის სწრაფვით, ამ სანქციების ინიციატორთან — დასავლეთთან ერთიანობის დემონსტრირება მოახდინოს“, — თვლის პუშკოვი.
ამასთან კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი განწყობილია საქართველოს მიმართ ურთიერთობების თანდათანობით ნორმალიზებისკენ. „იქ არიან ძალები, რომლებიც ასევე არიან ამაში დაინტერესებული. ეს მნიშვნელოვანია როგორც ქართული ეკონომიკისთვის, ასევე ადამიანური ფაქტორების თვალსაზრისით“, — აღნიშნა პუშკოვმა.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკეთესი საფუძვლები შეიქმნება ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მათ შორის საპარლამენტთაშორისო კონტაქტებისთვის, რომლებიც, პრაქტიკულად, გაყინული აღმოჩნდა.
„ბოლო დროს საერთაშორისო სარბიელზე ქართველ დეპუტატებთან ურთიერთობისას ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების აღსადგენად გარკვეული პოტენციალი არსებობს და რუსეთი მზად არის ამისთვის“, — განაცხადა პუშკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დუმის კომიტეტი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, არ აპირებს საქართველოს და სხვა სახელმწიფოების მიმართ ყირიმის წინააღმდეგ სანქციების მიერთებაზე განცხადების გაკეთებას „იქიდან გამომდინარე, რომ საჭიროა ნაბიჯები ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ და არა პირიქით — გაფუჭებისკენ“.
„სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილებოდა საქართველოსთან ურთიერთობის საკითხები, კომიტეტის ხელმძღვანელობა ხვდებოდა ქართველ დეპუტატებს საერთაშორისო სარბიელზე და კომიტეტი ყოველთვის გამოდიოდა არა გამწვავების, არამედ ნორმალიზების აუცილებლობიდან“, — ხაზი გაუსვა დეპუტატმა.