ბასილაშვილი ATP სერიის ტურნირის ნახევარფინალში პირველად ითამაშებს

© FB/ Nikolozbნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალში გადასასვლელად ქართველ სპორტსმენს სერბ ჩოგბურთელთან მოუწევს შეხვედრა, რომელიც მასზე 40 საფეხურით მაღლა დგას.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიის კიცბიუელეში АТР სერიის ტურნირის ¼ ფინალში ჩეხი ადამ პავლაშეკი დაამარცხა ანგარიშით 5:7, 7:6, 6:3 და პირველად თავის კარიერაში ამ რანგის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, იუწყება ტურნირის ოფიციალური გვერდი

ფინალში გადასასვლელად ბასილაშვილს, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 123-ე ადგილზეა, მოუწევს ითამაშოს დუშან ლაიოვიჩთან სერბეთიდან, რომელიც რეიტინგით 83-ე ადგილზეა. 

ჩოგბურთი, ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ძირითად ბადეში ითამაშებს

ნახევარფინალში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და თავისი საბანკო ანგარიში 23,5 ათასი ევროთი შეავსო. ამ ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ ევროს აჭარბებს. 

ბასილაშვილი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 5 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტომდე გასტანს. 

ყველა ახალი ამბავი
0