თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი Australian Open-ის — დიდი შლემის სერიის სეზონის პირველი ტურნირის ძირითად ბადეში იღებს მონაწილეობას, იტყობინება ტურნირის ოფიციალური Twitter.
ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მხრის ტრამვის გამო ტურნირიდან მოიხსნა გერმანელი ჩოგბურთელი ტომი ხაასი. ვაკანტური ადგილი ბასილაშვილმა დაიკავა, რომელიც ამ დროისათვის АТР-ის მსოფლიო რეიტინგში 104 ადგილზეა.
23 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის კარიერაში პირველად ითამაშებს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ძირითად ბადეში.