საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი ჰაშიშის გამო დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ში ადასტურებენ, რომ აღნიშნული ბრალდებით აეროპორტში ერთი პირი დააკავეს, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ. დაკავებული პირი გამოძიების დასრულებამდე გირაოთი გათავისუფლდა.

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს კალათბურთელთა მეორე ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, იუწყება რადიოსადგუსი "პირველი რადიო".

სპორტსმენის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ჰაშიში აღმოაჩინა. ინციდენტი რამოდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ნაკრები ჩინეთიდან დაბრუნდა, სადაც ორი კვირის მანძილზე შეკრებებზე იმყოფებოადა. მომხდარის შესახებ მასმედიამ მხოლოდ ხუთშაბათს შეიტყო.

აეროპორტში დაკავების ფაქტი შსს-მ დაადასტურა.

აქცია - Sputnik საქართველო
თბილისში ისევ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას ითხოვენ

„ერთი პირი დააკავეს, თუმცა სასამართლომ სასჯელის ზომად მას გირაო შეუფარდა. გამოძიება გრძელდება. ჩვენ არასდროს არ ვახმაურებთ ინფორმაციას, რომელიც პერსონალურ მონაცემებთან არის დაკავშირებული. ვადასტურებ მხოლოდ იმას, რომ დაკავებულია ერთ-ერთი პირი, გამოძიება გრძელდება. რამდენადაც მახსოვს, მას ჰაშიში აღმოაჩნდა“,-მოჰყავს შსს პრესსამსახურის თანამშრომლის  სიტყვები საინფორმაციო სააგენტოს  "Новости-Грузия".

ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობა, ასევე გირაოს თანხა არ ხმაურდება.

სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის აღძრული. ბრალდებულს ემუქრება  თავისუფლების აღკვეთა 9 წლამდე ვადით.

წივწივაძეს მასმედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0