თბილისში ისევ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას ითხოვენ

© photo: Sputnikაქცია
აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მომხრეები დღეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში შეიკრიბნენ ნარკოპოლიტიკაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.

თბილისიმ 2 ივნისი — Sputnik. „არ დაიჭირო“ — ამ ლოზუნგით მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი მთავრობის კანცელარიასთან თბილისში, რომელშიც 14 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით.

ანალოგიური მოთხოვნით აქციები გაიმართა ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც — ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. 

ახალგაზრდები ქუჩაში - Sputnik საქართველო
ნარკომანია საქართველოში - გამოსავალი ყოველთვის არსებობს

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პროტესტი გამოვხატოთ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ადამიანებს ციხეში არ სვამდნენ ნარკოტიკების მოხმარებისათვის. ჩვენ მოვითხოვთ დეკრიმინალიზაციას“, — თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „ორიონის“ წარმომადგენელმა ლექსო მაჭავარიანმა. 

აქციის ორგანიზატორები ითხოვენ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას პირადი მოხმარებისათვის მცირე დოზით ყველა ტიპის ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე, ასევე პირადი მოხმარებისათვის კანაფის ჯიშების მცირე რაოდენობით კულტივირებაზე. 

გარდა ამისა აქციის მონაწილენი ითხოვენ — იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკის გაუქმებას.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ოპოზიცია: საქართველოში ნარკოტესტებზე ყოველწლიურად 15 მილიონი ლარი იხარჯება
 

„ოპოზიციური პარტიის „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ წევრმა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ მარიხუანასა და კანაფის დეკრიმინილიზაციაზე შეიტანა საკანონმდელო ინიციატივა პარლამენტში, თუმცა სხვა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს კოლეგას. 

საქართველოში ყოველ 10 ათას კაცზე 29 ნარკომანი მოდის. ოფიციალური მონაცემებით, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი გადის მკურნალობას. 

ნარკომანია საქართველოში უფრო გავრცელებულია 25-45 წლის მამაკაცებში. ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი მარიხუანაა. შსს-ს მონაცემებით, მისი მომხმარებელია ნარკომანთა 63.9%. 

ყველა ახალი ამბავი
0