ერევანში მომიტინგეებმა პოლიციელებს ხმოვანი ყუმბარები და ქვები ესროლეს

გამოწერა

ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებულ პოლიციის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. იხილეთ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.

მომიტინგეები მოითხოვდნენ პოლიციის შენობაში გამაგრებული შეიარაღებული პირებისა და მათი მძევლების კვების საკითხის გადაწყვეტას.

ერევანი - Sputnik საქართველო
ერევანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

უარის მიღების შემდეგ ხალხის მასამ გაარღვია კორდონი, პოლიციამ კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი, ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს და დაიწყო შეტაკება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეტაკების დროს 51 ადამიანი დაზარალდა, რომელთა უმეტესობა პოლიციის თანამშრომელია.

გასულ კვირას ერევანში შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. პოლიციის ინფორმაციით, პოლიციის შენობის აღებისას მოკლეს ერთი პოლიციელი, ექვსმა ადამიანმა, მათ შორის ხუთმა პოლიციელმა, სხეულის დაზიანებები მიიღეს. ამ დრომდე მძევლად რჩება ოთხი პოლიციელი, მათ შორის სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეგიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი.

ყველა ახალი ამბავი
0