ექსდეპუტატი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში კვლავ დეპუტატად იყრის კენჭს

გამოწერა
კოტე კემულარია ოპერის მომღერლისა და მეცენატის პაატა ბურჭულაძის პარტიიდან იყრის კენჭს ქალაქ ფოთში.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში კონსტანტინე კემულარია ფოთის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი გახდა პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისათვის“ პატრიიდან. 

პაატა ბურჭულაძემ პარტია მიმდინარე წლის მაისში შექმნა. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების თანახმად, პარტია მესამე ადგილს იკავებს „ქართული ოცნების“  და მათი მთავარი ოპონეტების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. 

„ჩვენ კემულარიას ფოთში წარვადგენთ“, — თქვა ბურჭულაძემ. 

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
პაატა ბურჭულაძე პარტიამ ლიდერად აირჩია

კოტე კემულარია მიხეილ სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. სააკაშვილის პერიოდში მას სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. 

თავისი კარიერის მანძილზე, კემულარია ორჯერ იყო იუსტიციის მინისტი 1992 და 1993 წლებში და 2005 წელს. გარდა ამისა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი იყო საქართველოს პირველი ელჩი რუსეთის ფედერაციაში 2004 წელს. ამის შემდეგ ნახევარი წლის მანძილზე იგი უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე იყო. 

1999 წლიდან 2003 წლამდე პარლამენტის დეპუტატი იყო ხოლო 2000 წელს სათავეში ჩაუდგა ფრაქციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 

2005 წლის დეკემბრიდან 2006 წლის ბოლომდე უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, რის შემდეგაც პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0