თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ქართული კურორტი ბაკურიანი რუსეთისა და ახლო საზღვარგარეთის კურორტების ათეულში მოხვდა.
რეიტინგი RoomGuru.ru-მ Forbes-თან ერთად შეადგინა. კომპანიებმა გამოარკვიეს, რუსეთისა და საზღვარგარეთის რომელ კურორტებზეა აქტიური დასვენების ყველაზე ბევრი ვარიანტი.
ბაკურიანს სიაში მეხუთე ადგილი უკავია. RoomGuru.ru-ს მონაცემებით, ბაკურიანში ორი ადამიანის ერთკვირიანი დასვენება 26 ათასი რუბლი დაჯდება ხოლო თვითმფრინავით მგზავრობის შემთხვევაში — 56 ათასი რუბლი. დასვენების ღირებულებაში შევიდა ორი ადამიანის თვითმფრინავით მგზავრობა მოსკოვიდან და პირიქით, შვიდი დღე სასტუმროში (ორი ადამიანი) და ერთი ან რამდენი გასართობი ღონისძიება.
ტოპ-ხუთეულში შევიდა „კრასნაია პოლიანა“ (სოჭი), ჩიმბულაკი (ყაზახეთი), შაჰდაგი (აზერბაიჯანი) და შერეგეში (რუსეთი).
ათეულში ასევე შედის ბუკოველი (უკრაინა), ინსბრუკი (ავსტრია), ლა მოლინა (ესპანეთი). ბიარიცა (საფრანგეთი) და ენგადინი (შვეიცარია).