ერევანში პოლიციის შენობასთან გამაფრთხილებელი სროლები გაისმა

გამოწერა
ერევანში რამდენიმე წუთის წინ გასროლის ხმა გაისმა შეიარაღებული პირების მიერ აღებული პოლიციის საპატრულო-საგუშაგო პოლკის შენობასთან. ისროდნენ ჯგუფ „სასნა ცრერის“ (სასუნელი გულადები) წარმომადგენლები, რომლებსაც პოლიციელები ყავთ მძევლად.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. სომხეთის პოლიციამ გააძლიერა პატრულირება პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის პოლკის შენობის მიმდებარე ქუჩაზე. რამდენიმე წუთის წინ აქ სროლის ხმა გაისმა. 

აქტივისტები დაუკავშირდნენ „სასნა ცრერ“-ის ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ვარუჟან ავეტისიანს (იმ დაჯგუფების წევრი, რომელსაც აღებული აქვს პოლიციის შენობა — რედ. შენ.)

"ხალხნო დაწყნარდით, ვისროდით ჩვენ და არა პოლიცია“, — თქვა მან. 

ავეტისიანის თქმით, დაჯგუფების წევრებმა ეს ნაბიჯი გადადგეს, რათა სამართალდამცავთა ყურადღება მიეპყროთ: მათ ეგონათ, რომ პოლიცია შეკრებილ აქტივისტთა წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა. „ეს იყო გამაფრთხილებელი სროლები ჰაერში“,  - დასძინა მან. 

ერევანი - Sputnik საქართველო
ერევანში სასწრაფოს მანქანები შეიარაღებულთა მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე შევიდნენ

17 ივლისის დილით ერევნის გარეუბანში, ერებუნის რაიონში შეაიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. ისინი სომხური ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად.

პოლიციის შენობის აღებისას მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი, დაჭრილი არიან პოლიციის პოლკოვნიკი არამ ოვანისიანი, ვიცე-პოლკოვნიკი გრაჩ ოსეგიანი და ზემდეგი გაგიკ მკრტჩიანი. მძევლად რჩება ოთხი ადამიანი. მათ შორის, არსებული ინფორმაციით, სომხეთის პოლიციის უფროსის ორი მოადგილე.

 

ყველა ახალი ამბავი
0