თურქეთში მასიური „წმენდა“ გრძელდება

© REUTERS / AMMAR AWADთურქეთის დროშა
თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებული ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებული მასმედიის ზოგიერთი საშუალება დაიხურა.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თურქეთში  სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული მასიური „წმენდა“ შეეხო როგორც მინისტრთა კაბინეტთან არსებულ რელიგიის საქმეების სამინისტროს, ასევე პრემიერ-მინისტრის აპარატსაც, იუწყება Sputnik აზერაიჯანი. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ სამინისტროში 492 თანამშრომელი თანამდებობას ჩამოაშორეს. პრემიერის აპარატიდან 257 ადამიანი თანამდებობიდან მოხსნეს, მათი საშვების კონფისკაცია მოხდა.

ამჟამად აპარატის რეზიდენციაში პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ყველა დოკუმენტის კონფისკაცია ხდება.

თურქეთის პრეზიდენტმა სამხედრო გადატრიალებაში ეჭვმიტანილთა დასჯის პირობა დადო - Sputnik საქართველო
თურქეთის პრემიერმა სამხედრო გადატრიალებაში ეჭვმიტანილთა დასჯის პირობა დადო

თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MIT) 100 თანამშრომელზე მეტი თანამდებობიდან მოხსნილია და რეზერვშია გადაყვანილი. ამ თანამშრომელთა ზუსტი რაოდენობა და თანამდებობები არ ხმაურდება.

თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესმა საბჭომ მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებული მასმედიის ზოგიერთი საშუალების ლიცენზიის მოქმედება შეწყვიტა. მას ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზება ედება ბრალად.

ასევე ნაციონალური განათლების სამინისტროს ცენტრალური და პროვინციული დაწესებულებების 15 200 თანამშრომელი დაითხოვეს. აღნიშნულია, რომ ამ პირთა მიმართ დაწყებულია გამოძიება FETÖ/PYD-ის მიერ ორგანიზებულ  არშემდგარ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.


ყველა ახალი ამბავი
0