მარგველაშვილთან ახალი თავდაცვის მინისტრის შესახებ კონსულტაციები არ მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილი თავდაცვის ახალი მინისტრის თაობაზე კონსულტაციებს არ ატარებს, თუმცა ამასთან დაკავშირებით მას თავისი აზრი გააჩნია.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ არის  ჩართული თავდაცვის მინისტრის  კანდიდატურის შერჩევაში, რადგან  ეს არ არის მისი კომპეტენცია, განაცხადა პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

საქართველოს თავდაცვის მოქმედი მინისტრი თინა ხიდაშელი ამჟამად ამერიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ერთი კვირის წინ მან განაცხადა, რომ ეს ვიზიტი იქნება მისთვის უკანასკნელი თავდაცვის მინისტრის რანგში. ის კენჭს იყრის საპარლამენტო არჩევნებში 8 ოქტომბერს.

„პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, მას ჰქონდა და აქვს შეხედულებები თავდაცვის მინისტრზე. თუ კონსულტაციები არ ყოფილა, ეს არ არის მისი კომპეტენცია“, — განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ხიდაშელი რესპუბლიკური პარტიის წევრად რჩება, რომელიც ბოლო დრომდე მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედიოდა.

„რესპუბლიკელებს“ მინისტრთა კაბინეტში თავდაპირველად სამი წარმომადგენელი ჰყავდა. ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, ამ დღეებში დაკავებულ თანამდებობებს დატოვებენ.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
„რესპუბლიკელებისა“ და „ოცნების“ კავშირი დასასრულს მიუახლოვდა

რაც შეეხება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გიგლა აგულაშვილს, მან პარტიის დატოვება  და თანამდებობაზე დარჩენა გადაწყვიტა.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეცვლის ხიდაშელს, ქართული მასმედიის ინფორმაციით, ახალი თავდაცვის მინისტრი შეიძლება გახდეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ან ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსი კობა კობალაძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0