არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია უკვე ოცმა პარტიამ გაიარა

© photo: press-service of the CEC of Georgiaცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა პარტიებმა უნდა შეაგროვონ ხელმოწერები და მიმართონ ცესკოს 15 აგვისტოს ჩათვლით.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია უკვე ოცმა პარტიამ გაიარა, აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებგვერდზე განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.

ცესკომ რეგისტრაცია 1 აპრილს დაიწყო. ამჟამად რეგისტრაციისთვის ცესკოს უკვე 56-მა პარტიამ მიმართა.

პარტიებმა ცესკოში უნდა წარადგინონ 25 ათასი ამომრჩევლის სია. თუ პარტიას ადგილობრივ თვითმმართველობაში წარმომადგენელი ჰყავს, მან მხოლოდ 1 000 ამომრჩევლის სია უნდა წარადგინოს.

სიების წარდგენის ბოლო ვადაა 15 აგვისტო.

თბილისი - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: გულგრილობა და ოცნებები

ცესკო ვალდებულია ყველა პარტიის რეგისტრაცია არჩევნებამდე 30 დღით ადრე დაასრულოს და პარტიების საბოლოო სია საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 3 513 260 ამომრჩეველს შეუძლია.

რეგისტრირებულია:

„ქართული ოცნება“ (გიორგი კვირიკაშვილი)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (სერგო რატიანი)

„თავისუფალი დემოკრატები“ (ირაკლი ალასანია)

„ლეიბორისტული პარტია“ (შალვა ნათელაშვილი)

„პატრიოტთა ალიანსი“ (ირმა ინაშვილი)

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე)

„სახალხო ხელისუფლება“ (ზურაბ კობიაშვილი)

„საქართველო მშვიდობისთვის“ (დავით თევზაძე)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი. ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ (მიხეილ (გელა) სალუაშვილი)

„საქართველოს კომუნისტური პარტია“ (ივანე წიკლაური)

„საქართველო“ (გიორგი ლილუაშვილი)

„სახალხო პარტია“ (ივანე (მამუკა) გიორგაძე)

„ევროპელი დემოკრატები“ (პაატა დავითაია)

 „ჩვენი სამშობლო“ (გიორგი ჩირიშვილი)

„კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია“ (ირაკლი კობრავა)

„საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია” (გიორგი ჭინჭარაული)

„დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“ (დავით ასპანიძე)

რეგისტრაციაზე უარი განუცხადეს:

„მშრომელთა სოციალისტური პარტია“ (თამაზ ჯაფოშვილი)

„საქართველოს გაერთიანებული დემოკრატიული პარტია“ (როინ ლიპარტელიანი)

„დემოკრატიული საქართველო“ (ლამარა გიორგაშვილი)

ყველა ახალი ამბავი
0