საქართველოში სოფლის დახმარების ახალი პროექტი დაიწყო

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Shenakoსოფელი შენაქო
სოფელი შენაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მოსახლეობის დახმარების მორიგი პროექტი კონფლიქტის ზონებთან მდებარე „გამყოფი ხაზის“ სოფლებს შეეხება.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ახალი პროექტის სახელწოდებით „ზრდა საქართველოში“ განხორციელება დაიწყება სოფელ ნიქოზში, რაც დამატებითი სტიმული გახდება შიდა ქართლის რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პროექტს აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს (USAID) საერთაშორისო მისია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს. 

პროექტი „ზრდა საქართველოში“ საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში 2000 სამუშაო ადგილი შეიქმნება და 11 000 ოჯახს გაეზრდება შემოსავლები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თბილისი, ახალი საკინცერიო დარბაზი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები სოფლის მეურნეობას ეკონომიკის ზრდის გარანტად მიიჩნევენ

პროექტი 5-წლიანია და მიზნად ისახავს გამყოფი ხაზის მიმდებარე თემების მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს: მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას; სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობას; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთერთობების გაღრმავებას; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.

ყველა ახალი ამბავი
0