პრემიერმა ნიცაში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

© FB/ Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი სამძიმრის წიგნში ჩანაწერს აკეთებს
გიორგი კვირიკაშვილი სამძიმრის წიგნში ჩანაწერს აკეთებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამძიმრის წიგნი თბილისის საკრებულოშია გახსნილი.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან  ბრძოლაში, საქართველო ყოველთვის იქნება საფრანგეთის უახლოესი პარტნიორი და მოკავშირე, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ნიცაში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა სამძიმრის წიგნში ჩაწერა.

14 ივლისს საღამოს სატვირთო მანქანა ხალხის მასაში შეიჭრა. ისინი ნიცაში ინგლისურ სანაპიროზე ფოიერვერკების სანახავად იყვნენ შეკრებილი ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 84 ადამიანი, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე. ბევრი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში  იმყოფება.

„მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება საშინელ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ეს საზარელი აქტი, ტერორიზმისა და  ექსტრემიზმის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ მსხვერპლთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის“,-დაწერა პრემიერმა.

ნიცაში გლოვაა - Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნიცის ტერაქტის დროს საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

თბილისის საკრებულოშია გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც დატოვეს, ასევე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საავადმყოფოებში 85 ადამიანი იმყოფება, 18-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტერაქტი ტუნისური წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქემ, ნიცაში მცხოვრებმა 31 წლის მოჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელმა განახორციელა. შაბათს ცნობილი გახდა, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ყველა ახალი ამბავი
0