თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრები სვეტლოგორსკში იუმორისტულ ფესტივალ „გოლოსიაშჩი კივინის“ პრიზიორი გახდა.
საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა КВН-ის („მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“) 23 გუნდი რუსეთიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან. გათამაშდა შვიდი ტრადიციული „კივინი“, ასევე ორი სპეციალური „ქარვის კივინი“.
საქართველომ სპეციალური პრიზი „საპრეზიდენტო კივინი“ მიიღო.
ფესტივალზე ბიშკეკის გუნდმა „აზია MIX“-მა გაიმარჯვა.
ფესტივალის ტელეტრანსლირება რუსეთის პირველ არხზე შემოდგომის დასაწყისში გაიმართება.
„გოლოსიაშჩი კივინი“ ადრე იურმალაში იმართებოდა. პირველად ის 1996 წელს ჩატარდა და მეორე წელია, რაც ის სვეტლოგორსკში იმართება.