თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. პოპულარული რუსული იუმორისტული შოუ Comedy Club 20 აგვისტოს თბილისში კონცერტს გამართავს.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, თბილისელ მაყურებელს ელოდება „საუკეთესო იუმორით გაჯერებული ყველაზე დიდი საზაფხულო მოვლენა — Comedy Club-ის დიდი კონცერტი“.
დედაქალაქში Comedy Club-ის წევრებიდან გამოვლენ გარიკ მარტიროსიანი, გარიკ ხარლამოვი, ტიმურ ბატრუტდინოვი, დემის კარიბირიდისი და ანდრეი სკოროხოდი. გარდა ამისა, თბილისელ მაყურებელს თავისი იუმორით გაახალისებენ ზურაბ მატუა, დმიტრი სოროკონიუ, ანდრეი ავერინი და მარინა კრავეცი, ჯგუფი United Sexy Boyz (USB), ასევე დმიტრი გრაჩევი და ვარდან ზადოიანი.
რუსი იუმორისტების გამოსვლა თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.
Comedy Club 2003 წელს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის „ახალი სომხები“ გუნდმა ჩამოაყალიბა. მათი სატელევიზიო დებიუტი 2005 წელს ტელეარხ ТНТ-ს ეთერში გაიმართა.