ერევანში ექვსი პოლიციელი მძევლად რჩება აყვანილი

გამოწერა
ერევანში პოლიციის განყოფილების შენობის აღებისას პოლიციის ოთხი თანამშრომელი დაიჭრა, ორი ძალზე მძიმე მდგომარეობაშია. ექვსი ადამიანი შეიარაღებული ჯგუფის მძევალია.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. შეიარაღებულთა ჯგუფს, რომელმაც ერევანში პოლიციის შენობა აიღო, მძევლად ექვსი პოლიციელი ჰყავს, განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ უნან პოღოსიანმა, იუწყება „Sputnik სომხეთი“.

მან განაცხადა, რომ პოლიციის ოთხი თანამშრომელი დაჭრილია. მათგან ორი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. დაჭრილთა შორისაა პოლიციის ვიდეოოპერატორი.

დაჭრილები გადაყვანილი არიან როგორც ერევნის სამოქალაქო საავადმყოფოებში, ისე სამხედრო ჰოსპიტალში.

სერჟ სარქისიანი - Sputnik საქართველო
სომხეთის პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია

პოღოსიანმა განაცხადა, რომ პოლიციის უფროსის მოადგილემ თავდასხმის დროს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.

პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებები გრძელდება.

მან ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცველები ამბოხებულებთან სომხური ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის ჟირაირ სეფილიანის მიყვანას არ აპირებენ, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაშია ბრალდებული. 

მან ასევე განაცხადა, რომ „დამფუძნებელი პარლამენტის“ წევრები ან მათი მომხრეები, რომლებიც პოლიციაში დაკითხვაზე მიიყვანეს, „დადგენილ ვადებში“ გათავისუფლდებიან. მთელი დღის განმავლობაში პოლიციაში დაკითხვაზე ყველა საეჭვო პირი მიჰყავდათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0