ავიამიმოსვლა თურქეთსა და აშშ–ს შორის შეჩერებულია

© REUTERS/Murad Sezerსტამბულის საერთაშორისო აეროპორტი
სტამბულის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ (FAA) ყველა ავიაკომპანიას აუწყა, რომ თურქეთიდან აშშ–ში ფრენები აკრძალულია.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. აშშ–ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს გადაწყვეტილებით, აშშ–ისა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ კვირას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იუწყება. 

აკრძალვის გადაწყვეტილება თურქეთში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება, სადაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მგაზვრებმა შესაბამის ავიაკომპანიებს უნდა მიმართონ. ამ დროისთვის ავიაკომპანიები მგზავრების ალტერნატიულ მარშრუტებზე გადამისამართებას ცდილობენ.

„აშშ–ის საავიაციო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ყველა ავიარეისი აშშ–სა და თურქეთს შორის აიკრძალა. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის აკრძალვა მოიცავს კომერციულ და კერძო საჰაერო ხომალდებს, რომლებიც ფრენენ თურქეთიდან ან მისი მიმართულებით, ასევე ტრანზიტულ ავიარეისებს მესამე ქვეყნების გავლით თურქეთიდან ამერიკის მიმართულებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯონ კერი - Sputnik საქართველო
კერიმ განცხადებებს თურქეთის მოვლენებში აშშ–ის მონაწილეობის შესახებ სიცრუე უწოდა

აკრძალვა რამდენ ხანს იმოქმედებს, ჯერჯერობით უცნობია.

აშშ–ის საავიაციო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტთან და ეროვნული უშიშროების დეპარტამენტთან ერთად თურქეთში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს. ავიამიმოსვლის რეჟიმი ვითარების შესაბამისად შეიცვლება, იუწყება FAA.

 „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მგზავრებს მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაციის მიწოდებას ჰპირდება. დამატებითი ცნობები გაერთიანების „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდება.

ყველა ახალი ამბავი
0