ტერაქტისას დაჭრილი 85 ადამიანი ნიცის საავადმყოფოებში რჩება

© REUTERS / PASCAL ROSSIGNOLტერაქტის ადგილზე ნიცაში
ტერაქტის ადგილზე ნიცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავადმყოფოებიდან ათეულობით დაშავებული გაეწერა.18 ადამიანი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საფრანგეთის ჯანდაცვის მინიტრმა მარისოლ ტურენმა განაცხადა, რომ ნიცაში ტერაქტის შემდეგ საავადმყოფოებში 85 ადამიანი რჩება, აქედან 18–ის მდგომარეობა კრიტიკულია, იუწყება სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“.

მინისტრის განცხადებით, ათეულობით დაჭრილი საავდმყოფოებიდან გაეწერა, თუმცა მათ მომავალში, შესაძლოა, დამატებითი სამედიცინო დახმარება დასჭირდეთ.

ტერაქტის მეორე დღეს ნიცაში - Sputnik საქართველო
ნიცის ტერაქტისას ქართული ოჯახი სასწაულებრივად გადარჩა

ხუთშაბათს საღამოს სატვირთო მანქანა ხალხის მასაში შეიჭრა. ისინი ნიცაში ინგლისურ სანაპიროზე, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით, ფოიერვერკების სანახავად იყვნენ შეკრებილი.

ტერაქტი ტუნისური წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქემ, ნიცაში მცხოვრებმა მოჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელმა განახორციელა. შაბათს ცნობილი გახდა, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0