თბილისში იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს „სმიტ ვესონის“ ტიპისა და „მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 2 მჭიდი და 38 საბრძოლო ვაზნა.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა თბილისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.

პისტოლეტი - Sputnik საქართველო
შსს-ს თანამშრომლებმა იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1971 წელს დაბადებული ზურაბ ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს „სმიტ ვესონის“ ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 2 მჭიდი და 38 საბრძოლო ვაზნა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით). 


ყველა ახალი ამბავი
0