შსს-ს თანამშრომლებმა იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© Flickr / Peretz Partenskyპისტოლეტი
პისტოლეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული ბრალს აღიარებს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. 1991 წელს დაბადებული თბილისელი ვაჟა გ.-ს ბინის ჩხრეკისას პოლიციელებმა ამოიღეს „მაკაროვის“ სისტემის ორი არარეგისტრირებული პისტოლეტი და ერთი გლუვლულიანი სანადირო თოფი, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

გარდა იარაღისა, მას ასევე აღმოაჩნდა 27 საბრძოლო ვაზნა. ვაჟა გ. აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით). დანაშაული ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0