თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საბერძნეთმა თურქეთს სამხედრო ვერტმფრენი გადასცა, რომლითაც შაბათს დილით, წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქალაქ ალექსანდრუპოლისში რვა თურქი სამხედრო მოსამსახურე ჩაფრინდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ERT ინფორმაციაზე დაყრდნობით.
შაბათს საღამოს საბერძნეთში მეორე ვერტმფრენმა ეკიპაჟი ჩაიყვანა, შემდეგ კი ორივე ვერტმფრენი თურქეთში გაფრინდა.
რაც შეეხება რვა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც საბერძნეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვეს, მათი გადაცემის საკითხი საბერძნეთისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გადაწყდება.
თურქეთი მათი, როგორც გადატრიალების მცდელობაში მონაწილეების, დაუყოვნებლივ ექსტრადიციას მოითხოვს.