თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ საბერძნეთი თურქეთს რვა გაქცეული სამხედროს გადაცემას პირდება, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებაში არიან ეჭვმიტანილები.
„ტელეფონით ვესაუბრე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოციასს. მან მითხრა, რომ რვა გაქცეული სამხედრო მოსამსახურე უახლოეს პერიოდში გადმოეცემა თურქეთს“, — დაწერა ჩავუშოღლუმ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ: თურქულმა ვერტმფრენმა, რომელიც დღეს ჩაფრინდა ალექსანდროპოლისში, საბერძნეთში ძალოვანი უწყების რვა წარმომადგენელი ჩაიყვანა, რომლებმაც ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვეს; თურქეთმა მეზობელ ქვეყანას მოუწოდა, დაუყოვნებლივ უკან, თურქეთში დააბრუნოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული სამხედროები.