თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საღამოს სტამბულში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის მომხრე მოსახლეობის გამოსვლა გაგრძელდა.
ქალაქის ქუჩები ადამიანებისა და ავტომანქანების ნაკადით შეივსო. მათ მმართველი პარტიის დროშები უჭირავთ.
ასეთი ხალხმრავალი აქციის ერთ–ერთ მიზეზად პოლიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ათათურქის ბულვარზე მორიგეობენ, ქალაქის მცხოვრებთა წინაშე ერდოღანის გამოსვლა დაასახელეს.
პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ უწესრიგობა არ შეინიშნება. ამასთან, ამავე ბულვარზე ჩართული სირენებით რამდენიმე სახანძრო მანქანამ გაიარა.
ამ დროისთვის ადამიანები სტამბულის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე იკრიბებიან. ამჟამად ერთ–ერთი მრავალრიცხოვანი აქცია ტაქსიმის მოედანზე მიმდინარეობს. მასში ერდიღანის მხარდამჭერი რამდენმე ათასი ადამიანი მონაწილეობს.