თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თურქეთში დაკავებულია ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მთავარსარდალი გენერალი აკინ ოზთურქი, რომელიც ამბოხების სავარაუდო ლიდერადაა მიჩნეული, იუწყება РИА Новости გაზეთ Sabah-ზე დაყრდნობით.
მანამდე თურქული მედია აცხადებდა, რომ ოზთურქი შესაძლოა დაკავშირებული იყოს აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ ისლამისტ მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენთან.
ამ უკანასკნელს თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების ორგანიზატორად ასახელებდა.