საქართველო-თურქეთის საზღვარი გახსნილია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს
საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს სურმვილისამებრ შეუძლიათ თურქეთში გამგზავრება როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თურქეთის მიმართულებით სახელმწიფო საზღვარზე შეზღუდვები მოხსნა, რაც მანამდე თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო დაწესდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ“, — ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში არ უშვებენ

ახლა საქართველოს მოქალაქეებს სურმვილისამებრ შეუძლიათ თურქეთში გამგზავრება როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით.

შეგახსენებთ: 15 ივლისის გვიან ღამით, თურქეთის ხელმძღვანელობამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების თაობაზე განაცხადა. პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა მომხდარს სამხედროთა მცირე ჯგუფის ამბოხის მცდელობა უწოდა და ქვეყნის მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გადატრიალება ტერაქტად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მუშაობას განაგრძობდა.

16 ივლისის დილით თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჩავარდა.

ბინალი ილდირიმის თქმით, ამ დროისათვის დაკავებულია 2839 კაცი და დაპატიმრებები გრძელდება. ყველა სამხედრო ჩამოერთვა წოდება.

დაახლოებით ორასამდე უიარაღო სამხედრო ანკარის სამხედრო შტაბებიდან გამოვიდა და  პოლიციას ჩაბარდა.

გადატრიალების მცდელობის შედაგად დაიღუპა 160 ადამიანი, ხოლო 1440 დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0