საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში არ უშვებენ

© Sputnik/Denis Aslanovსარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი
სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. პარასკევ ღამით თურქეშთი დაწყებული მოვლენების გამო, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საჰაერო საზღვრები თურქეთისკენ ჩაკეტილია.

სამხედროები ანკარის ქუჩებში - Sputnik საქართველო
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში — უკანასკნელი ცნობები

„საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით — თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში — შეუფერხებლად ხორციელდება“, ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

პრესსამსახური აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე.

ამასთან დაკავშირებით, მობილიზებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა და საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი მკაცრად კონტროლდება.

„მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის აკვატორიას აკონტროლებენ“, — განმარტებულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0