თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა 754 სამხედრო დააკავეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში მონაწილეობის ბრალდებით, იუწყება სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით.
პარასკევს, გვიან ღამით, თურქეთის ხელმძღვანელობამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის თაობაზე განაცხადა.
ანკარის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპული, სულ ცოტა, 60 ადამიანი. აქედან 42 — დედაქალაქში. დაღუპულთა შორის არიან როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირები.
პრეზიდენტმა ერდოღანმა მომხდარს სამხედროთა მცირე ჯგუფის მიერ ამბოხის მოწყობის მცდელობა უწოდა.
ანკარაში ავიადარტყმების ქვეშ მოჰყვა ქვეყნის პარლამენტი, სახელმწიფო ტელეკორპორაციის შენობა, პოლიციის აკადემია.
„თურქეთის შსს-ის მონაცემების თანახმად, ყველა დაკავებული ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეა… ყველა მათგანს ჩამოერთვა წოდება“, — ნათქვამია განცხადებაში.
თანამდებობას ჩამოაშორეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი, იუწყება სააგენმტო „როიტერი“, რომელსაც ეს ინფორმაცია თურქი ჩინოვნიკისგან მიიღო.
ამ მომენტისთვის ამბოხება ჩახშობილია, თუმცა კვლავ გრძელდება მცირე შეტაკებები. ამბოხებულები აცხადებენ, რომ პოზიციების დათმობას არ აპირებენ.
ამბოხებულების გამნკარგულებაში რჩება რამდენიმე სამხედრო ვერტმფრენი, მაგრამ სამთავრობო ძალები მათ ჩამოსაგდებად მზად არიან.
„როიტერის“ წყარო აცხადებს, რომ ამბოხებულებს არცერთი გამანადგურებელი არ ჰყავთ.
ამ დროისათვის თურქეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ჰულუს აკარი მძევლობიდან გათავისუფლებულია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, იუწყება სააგენტო „ანადოლუ“.
გენერალი აკარი დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზაზე ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, დღეიდან ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალი უმიტ დუნდარი ჩაუდგება სათავეში.
ფეისბუქით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის მოსახლეობის ნაწილს ღამით ქვეყნის პრეზიდენტისგან სმს-შეტყობინება მიუვიდა, რომლითაც იგი ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა.
თურქეთში მცხოვრებმა ნადია ასტელმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პრეზიდენტის სმს-ის ტექსტი, რომელშიც ნათქვამია:
„თურქეთის შვილებო… დაიცავით თქვენი მთავრობა და ერი!“