თურქმა ძალოვნებმა საბერძნეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვეს

© Photo: courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმევლუთ ჩავუშოღლუ
მევლუთ ჩავუშოღლუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რვა თურქი სამხედრო ვერტმფრენით ჩაფრინდა საბერძნეთში და ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თურქულმა ვერტმფრენმა, რომელიც დღეს ჩაფრინდა ალექსანდროპოლისში, საბერძნეთში ძალოვანი  უწყების რვა წარმომადგენელი ჩაიყვანა, რომლებმაც ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვეს; თურქეთმა მეზობელ ქვეყანას მოუწოდა, დაუყოვნებლივ უკან, თურქეთში დააბრუნოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული სამხედროები.

ერდოღანის პორტრეტი ანკარაში - Sputnik საქართველო
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 161 ადამიანი დაიღუპა

ჯერჯერობით უცნობია, ვინ და რა ჩინისანი არიან საბერძნეთში გადასული სამხედროები, ვინაიდან მუნდირებიდან წინასწარ ჰქონდათ მოხსნილი განმასხვავებელი ნიშნები.

საქმე საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია გადაცემული.

„ჩვენ საბერძნეთს მოვთხოვეთ, დაუყოვნებლივ გადმოგვცეს რვა სამხედრო მოღალატე, რომლებიც იქ ვერტმფრენით გაიქცნენ“, — დაწერა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ „ტვიტერის“ ბლოგში.

ყველა ახალი ამბავი
0