თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 161 ადამიანი დაიღუპა

© REUTERS / TUMAY BERKINერდოღანის პორტრეტი ანკარაში
ერდოღანის პორტრეტი ანკარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტამბოლსა და ანკარაში მიმდინარე მოვლენებისას თითქმის 1 500 კაცი დაშავდა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობამ 161 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაჭრილია 1440 კაცი, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა.

„ამას გარდა, დაღუპულია 20 პუტჩისტი, ხოლო 30 დაიჭრა“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მაქსიმ შევჩენკო - Sputnik საქართველო
რუსი ექსპერტები თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას აანალიზებენ

ცოტა ხნის წინ მან ასევე განმარტა, რომ უკვე დაპატიმრებულია 2839 მეამბოხე. სამხედრო მაღალჩინოსნებს წოდებები ჩამოართვეს. დაპატიმრებები კვლავ გრძელდება.

ამ დროსათვის თურქეთში ძალაუფლება სამხედროების ხელშია გადასული. ქვეყანას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მართავს, ხოლო მთავრობა საქმიანობას ჩამოშორებულია.

როგორც სამხედროები აცხადებენ, ხელისუფლება მათ ქვეყანაში  კონსტიტუციური წესრიგის დამყარების მიზნით გადაიბარეს.

ყველა ახალი ამბავი
0