თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თურქული ავიაკომპანია „ატლას გლობალი“ საქართველოს მოქალაქეებს ათათურქის სახელობის აეროპორტიდან თბილისში ჩამოაფრენს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმმსიშვილმაჟურნალისტებთან საუბრისას.
სპეცრეისი იმ მოქალაქეებს ჩამოიყვანს, რომლებმაც სამშობლოში გამომგზავრება სამხედრო გადატრიალების მცდელობისას ავიარეისების გაუქმების გამო ვერ შეძლეს.
„სტამბოლის აეროპორტში იმყოფებიან ქართველი მგზავრები, რომელთა გამოც მიიღო ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ გადაწყვეტილება, დღეს, 16.20 საათზე დანიშნოს ფრენა და ჩამოიყვანოს ჩვენი მოქალაქეები“, — განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ თავად აეროპორტის თანამშრომლებსაც არ შეუძლიათ შენობაში თავისუფლად გადაადგილება.
„შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკვები და წყალი იყოს მიწოდებული ჩვენი მოქალაქეებისთვის“ — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.