თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ბულგარეთიდან საქართველოში მომავალი ავტობუსი, რომელშიც ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლ „ქართული გენის“ 50-მდე წევრი, ხელმძღვანელი და რამდენიმე მშობელი იმყოფებოდა, ამ დროისათვის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, იუწყება სააგენტო "Новости-Грузия" სტამბოლში საქართველოს საკონსულოს თანამშრომელზე დაყრდნობით.
„ავტობუსი უსაფრთხო ადგილზეა გაჩერებული და არანაირი პრობლემა არ აქვთ. ჩვენი კონსული ცდილობს ადგილზე გამგზავრებას, რათა პირადად გაერკვეს მათ მდგომარეობაში… ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ“, — აღნიშნა საკონსულოს თანამშრომელმა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მშობელი ახლავს საბავშვო ანსამბლს თან.
„ავტობული სტამბოლიდან 60-70 კილომეტრშია გაჩერებული. ჩვენ სპეციალურად გავაფრთხილეთ ისინი, რომ სტამბოლში არ შემოსულიყვნენ, ვინაიდან ქალაქში დაძაბული ვითარება იყო… ახლა ისინი ვითარების სტაბილიზაციას ელოდებიან, რათა საქართველოსკენ გზა განაგრძონ“, — თქვა საკონსულოს თანამშრომელმა.
საკონსულოსავე ინფორმაციით, კვლავ არ არსებობს ინფორმაცია საქართველოს დაშავებული მოქალაქეეების შესახებ.