თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ექსტრიმის ფესტივალი, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელებიც მიიღებენ მონაწილეობას, გუდაურში 16-17 ივლისს ტარდება.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეჯიბრება მოტოკროსში, ასევე კვადროციკლებითა და ველოსიპედებით გასწრებაში.
შეჯიბრებაში უფროსებთან ერთად მოზარდებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.
შეჯიბრება 17 ივლისის დილის 11 საათზე დაიწყება. მონაწილეობა უფასოა. დაწვრილებითი ინფორმაცია ექსტრიმის ფესტიავლის შესახებ იხილეთ აქ.
ფესტივალის სტუმრებს ასევე ელოდებათ სხვადასხვა შოუები.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაცია, კლუბი „ენდურო“, სამთო კურორტების განვითარების კომპანია, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო.