24 ივლისს ქართული ყველის ფესტივალი გაიმართება

ყველის ფესტივალი
ყველის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს ქართული ყველის მრავალი სახეობის დაგემოვნება შეუძლიათ.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მცხეთაში 24 ივლისს ქართული ყველის ფესტივალი გაიმართება.

მანამდე ღონისძიება 17 ივლისს იყო დაგეგმილი, მაგრამ ორგანიზატორებმა ფესტივალის დღე გადაიტანეს.

ფესტივალი სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე 10:00-იდან 19:00 საათამდე გაიმართება.

ქართული ყველის ასორტი - Sputnik საქართველო
ტენილი, ჩოგი, კალტი... რვა ათასი წლის ისტორია და ჭაჭაში დამალული ყველი

ფესტივალის ფარგლებში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ყველის დაგემოვნება. ყველს წარმოადგენენ როგორც ყველის მწარმოებელი კომპანიები და საწარმოები, ისე ინდივიდუალური მეწარმეები.

ფესტივალზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

გასულ წელს ყველის ფესტივალი თბილისში, რიყის პარკში გაიმართა. მაშინ გადაწყდა, რომ ყოველი მომდევნო ფესტივალი ღონისძიებაში გამარჯვებულის რეგიონში აღინიშნება. 2015 წელს გამარჯვებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონი გახდა.

ფესტივალის მიზანია ქართული ყველის პოპულარიზება და მისი დაკარგული სახეობების აღორძინება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადმინისტრაცია და პროექტი „ქართული ყველი“.

ყველა ახალი ამბავი
0