ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღნიშნეს

© FB/ Георгий Квиркашвилиვლაქერნობა ზუგდიდში
ვლაქერნობა ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლმადიდებლური ეკლესია 15 ივლისს, ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს - ვლაქერნობას აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ და აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. დღეს ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღნიშნეს. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა მართლმადიდებელ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაული მიულოცა. 

„ის რომ საქართველოში ასვენია ღვთისმშობლის კვართი, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველას. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე მთელს საქართველოს, მთელს საქრისტიანოს. მინდა განსაკუთრებით მივულოცო სამეგრელოს, ამ უმშვენიერეს კუთხეს ჩვენი ქვეყნისა და უმშვენიერეს ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. ყველას ვუსურვებ მშვიდობას და ვუსურვებ უკეთეს ხვალინდელ დღეს! „ — განაცხადა პრემიერმა.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღვთისმსახურებისას - Sputnik საქართველო
პატრიარქი სულიერი განწმენდისკენ მოგვიწოდებს

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა. 

მართლმადიდებლური ეკლესია 15 ივლისს, ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს — ვლაქერნობას აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ და აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ ამ უდიდეს სიწმინდეს.

ყველა ახალი ამბავი
0